მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორში“, გაიმართება სამუშაო შეხვედრა ადვოკატებისთვის თემაზე - კონტრაქტები საერთაშორისო გაყიდვებში.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვებიან ექსპეტრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან - პროფესორი პიტერ ვინშოპი (Peter Winshop) და მოსამართლე კენდალ ნიუმენი (Kendall Newman).
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზღვართშორის დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, აღნიშნული დავების პრაქტიკული ასპექტები, საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება, არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
შენიშვნა: სამუშაო შეხვედრა დაგეგმილია ადვოკატებისთვის, რომელიც მოღვაწეობენ კომერციული სამართლის მიმართულებით და აქვთ პროფესიული შემხებლობა საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებულ საქმეებთან. სამუშაო შეხვედრაში მონაწილედ დარეგისტრირდება, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი, პირველი 30 ადვოკატი, ვინც ინტერესს გამოხატავს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.imnaishvili@gba.ge არაუგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრის 18:00 საათისა.
სამუშაო შეხვედრის სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა ადგილები შევსებულია და განცხადებების მიღება შეწყვეტილი - 10.09.2018